ანონსები
20 სექტემბერს, საქართველოს უნივერსიტეტი მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის საერთაშორისო ფესტივალ 2016-ის ფარგლებში, უმასპინძლებს ჯანმრთელობის მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას თემაზე: „პენიტენციური ჯანდაცვის პრობლემები და გამოწვევები“.
კონფერენციაზე განხილული იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ფსიქიკური ჯანმრთელობა, ნარკოდამოკიდებული პირების რეაბილიტაცია, კრიზისული სიტუაციის მართვა და ა.შ.
თარიღი: 20.09.2016
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, I კორპუსი, ოთახი #302
დრო: 17:30 სთ